ევრობიუროკატიას მხოლოდ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და „დიფ სთეითის“ მიერ მართულ სხვა პირებთან დიალოგი ესმის, როგორც ქართველ ხალხთან საუბარი, რაც აბსოლუტური ტყუილია, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიაში ევროპული საფუძველი აღარ არსებობს.
„ერთ-ერთი ევროპული ღირებულება დიალოგია. რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეზეა საუბარი, ჭეშმარიტების განხილვა და კომუნიკაცია. თუმცა ვხედავთ, რომ ახლა გარედან „დიფ სთეითის“ მიერ მართული ევრობიუროკრატია კომუნიკაციაზე უარს აცხადებს. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელია და რეალობას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ევრობიუროკატიას მხოლოდ კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და „დიფ სთეითის“ მიერ მართულ სხვა პირებთან დიალოგი ესმის, როგორც ქართველ ხალხთან საუბარი, რაც აბსოლუტური ტყუილია. მაგალითად, როდესაც საკითხი ეხება კონკრეტულ დეტალებზე საუბარს, კანონებსა და საკანონმდებლო ცვლილებების განხილვას, ამაზე საუბარს ყველა გაურბის, რადგან ყველამ იცის, რომ სიმართლის წინაშე დამარცხდებიან. იციან, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებები ჭეშმარიტებაა და ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისია. დანარჩენი ყველაფერი აბსოლუტური დეზინფორმაცია და ტყუილია. სამწუხაროდ, ამ ტყუილის ტირაჟირება ახლა ევრობიუროკრატიას ევროპულ ღირებულებად მიაჩნია. ამიტომაც ვამბობთ, რომ ახლა ევროკავშირის მოქმედ ბიუროკრატიასა და გარედან მართულ პირებში აღარ არსებობს არავითარი ევროპული საფუძველი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის მხარის გადაწყვეტილებით გადაიდო. როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნეს, დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები.







