„ნაციონალურ მოძრაობაში“ ცუდი სერიალის ცუდ გაგრძელებას ვუყურებთ, მაგრამ რაც ხდება, ერთხელ საყურებლად ღირს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ საააკშვილი უცხო ძალის ინტერესების მთავარი გამტარია.

„ნაცმოძრაობაზე“ აქცენტის გადატანით „ლელო“-ს და „გახარია-ნაცების“ მიმართ ყურადღების მოდუნების მცდელობას ვხედავთ. მათი გათეთრება ხდება, თითქოს, ისინი „ნაცები“ არ არიან. მიუხედავად იმისა, რა საარჩევნო ნომერი ექნებათ და როგორი პარტიული სიმბოლიკა, კოლექტიური „ნაცი“ ყოველთვის „ნაცად“ დარჩება, რადგან ეს მენტალური მდგომარეობაა. მთავარი „ნაცი“ მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ყოველთვის მათ ბელადად დარჩება. სწორედ ეს ადამიანია უცხო ძალის ინტერესების მთავარი გამტარი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ნანუკა ჟორჟოლიანმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:„მიშა თუ იტყვის, რომ პოლიტიკაში შემოდის, ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი პოლიტიკური სუბიექტი და პრემიერობის კანდიდატი, ეს გაამარტივებს თამაშის წესებს“.