რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს ხელისუფლებაა გარანტი, რომ მოქალაქეებს სოციალური პრობლემა არ შეექმნებათ. ხშირ შემთხვევაში ისეთი ხელშეკრულებებია, რომ მათი დარღვევა საქართველოს ინტერესების დაზიანებას გამოიწვევს. – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
"2007 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სტრატეგიული ობიექტები გაყიდა, „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“. აგვისტოს ომის შემდეგ სტრატეგიული ობიექტები რუსეთს მიყიდეს. საქართველოს რკინიგზის გაყიდვასაც კი აპირებდნენ, ქვეყნის ხერხემლის. ამ დროს კახა ბენდუქიძე ამბობდა, რომ ყველაფრის გაყიდვა შეიძლებოდა, სინდისის გარდა. როგორც აღმოჩნდა, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სინდისიც გაყიდა, რადგან ახლა ცდილობენ, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედებებით ხელი „ქართულ ოცნებას“ შეაწმინდონ. ამბობენ, 14 წლის მანძილზე ის ხელშეკრულება რატომ ვერ შეწყვიტეთ, რომელიც ჩვენ თვითონ დავდეთო. ეს ადამიანები ამ მარაზმში არიან გადაცვენილები.
რაც არ უნდა მოხდეს, საქართველოს ხელისუფლებაა გარანტი, რომ მოქალაქეებს სოციალური პრობლემა არ შეექმნებათ. ხშირ შემთხვევაში ისეთი ხელშეკრულებებია, რომ მათი დარღვევა საქართველოს ინტერესების დაზიანებას გამოიწვევს. ამიტომ სახელმწიფოს ბალანსის დაჭერა უწევს სახელმწიფოს ინტერესებსა და სახელშეკრულებო ვალდებულებებს შორის. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ობიექტები სახელმწიფოს დაუბრუნდეს, მაგრამ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ თითოეული ადამიანის ინტერესი არ დაზიანდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.







