"ნაცი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება ნაცი და ყოველთვის იბრძოლებს საქართველოს წინააღმდეგ, თუ ასეთი იქნება დავალება გარედან" - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე საუბრობს. მისი თქმით, ოპოზიცია ქართველი ხალხის და ინტერესების საწინააღმდეგო დავალებებს იღებს. 

"საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა წარსულშიც, იცოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც, იცის, რომ თვითმმართველობის არჩევნებშიც, რეალურად, ციფრებს, ნომრებს და მათ პარტიულ სიმბოლიკას და ფერებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ნაცი ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება ნაცი და ყოველთვის იბრძოლებს საქართველოს წინააღმდეგ, თუ ასეთი იქნება დავალება გარედან და სამწუხაროდ, ვფიქრობ, რომ ზუსტად ქართველი ხალხის და ინტერესების საწინააღმდეგო დავალებებს იღებენ ეს ადამიანები", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.