იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ცალკეული დასავლელი ლიდერების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

„როდესაც მათ ბოდიშიც კი არ აქვთ მოხდილი და საერთოდ არაფერი უთქვამთ, მათ შორის, არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით; მათ შორის, არაფერი უთქვამთ, რომ საქართველოში, „ვივამედში“, თურმე ორი უკურნებელი დაავადება განკურნეს, ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადებები, რომელიც კეთდება ჩვენი ქვეყნის შესახებ, სადაც საუბარი, თურმე დემოკრატიულ უკუსვლაზე, სადაც საუბარია ადამიანის უფლებებზე, არის აბსოლუტური ტყუილი და ყველანაირი სიმართლისგანაა დაცლილი“, - განაცხადა გორდულაძემ.