2023 წლიდან მოყოლებული გარედან მართული ადამიანები ამბობენ, რომ „ფარაში“ მხოლოდ მტრული ორგანიზაციების რეგისტრირება ხდება, თუმცა რეგისტრირებულია „ნაციონალური მოძრაობა“ და ისმის კითხვა, „ნაციონალური მოძრაობა“ როდის გახდა ამერიკისთვის მტერი ორგანიზაცია? – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ გარედან მართული ადამიანები თავადვე ფეთქდებიან იმ ნაღმზე, რომელსაც დებენ.
„თავადვე ამტკიცებენ, რომ მატყუარები და ცრუპენტელები არიან. დადასტურებულია, რომ „ნაცმოძრაობა“ ფულს იხდის, რათა კონკრეტული ლობისტები ჰყავდეს. ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარე ვიგებთ, თურმე ჯო უილსონს საქართველოზე ფიქრით ღამეები არ სძინავს. ღირებულებებზე გველაპარაკება და თურმე ღირებულებები ფასში და ფულში გამოიხატება. ეს არის აგენტურის ბედი და მოცემულობა, რომ ისინი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ ყველაფერზე წამსვლელები არიან“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის FARA -ს რეესტრის მიხედვით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ნელსონ მალინსის" ლობისტურ კომპანიას 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა, საიდანაც შემოწირულებებს ჯო უილსონიც იღებდა