ეს არის პირდაპირი გამოძახილი 2022 წლიდან მოყოლებული ნარატივისა, ქალბატონ ნინო ლომჯარიას რომ სირცხვილი წვავდა და ერჩივნა, რომ ბომბების წვიმა ყოფილიყო რუსთაველზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიას განცხადებას, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.
„ეს ერთი მხრივ არის ომის პროპაგანდა, მეორე მხრივ გამართლების მცდელობა 2008 წლის მოვლენებისა, როცა 4 მილიარდი თითქოს, გადმოგვცეს, მაგრამ დღემდე იხდის სახელმწიფო ამ ვალს. არც ერთი მილიონი, არც ერთი მილიარდი თუ ტრილიონი არ ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლედ, ერთი დაკარგული სოფლის თუ ქალაქის, დანგრეული ქვეყნის საპირწონედ”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.








