რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებას აქვს ადგილი.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩის მხარეს, აქციის მონაწილეები პოლიციის მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგანს ისვრიან.
სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებენ.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთი ისროლეს. აქციის მონაწილეები პიროტექნიკასაც იყენებენ.
სავარაუდოდ, დაშავდა აქციის ერთ მონაწილე, ასევე დაშავებულები არიან პოლიციელები.
წყლის ჭავლის გამოყენებამდე რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები შსს-მ სპეციალური ხმოვანი სიგნალით გააფრთხილა და დაშლისკენ მოუწოდა.