პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პარლამენტის პლენარული სხდომა ხვალ გაიმართება და ოპოზიციას მოუწოდა, ნუ ავრცელებს დეზინფორმაციას, ვითომ დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი.
„დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ. სესია არის ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, ვითომ, დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, სხდომის ჩატარებას ნუ უშლიან ხელს.
ცნობისათვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს.
კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა გასულ სასესიო კვირაში მიიღო.