გიორგი ვაშაძე 2011 წელის 26 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დააჯილდოვა ბრწყინვალების ორდენით. დარბევიდან მეორე დღეს. სირცხვილია გრძნობა არ გაქვთ? დარბევიდან მეორე დღეს, ქართველი ხალხის რუსთაველზე დარბევიდან მეორე დღეს ბრწყინვალების ორდერი როგორ აიღე?! ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ საუბრობს ღალატზე და რუსეთუმეობაზე- ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა და წაიკითხა ამონარიდი 2008 წლის რეზოლუციიდან.
"მოღალატეები რომ ბედავენ და სხვას მოიხსენიებენ რუსად და მოთალატეებად ამაზე დიდი პარადოქსი არ არსებობს. ახლა ერთად შევახსენოთ ვინ არის მოღალატე ამ დარბაზში და ვინ გააფორმა ოფიციალურად რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის რეზოლუცია 16.33.2008 საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები. პუნქტი 5 "2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს ჯარების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყების ესკალაცია კერძოდ ღია და ახალ სრულმასშტაბიან საომარ საფეხურზე გადავიდა." საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გაუფრთხილებლად დაბომბვის დაწყებაო, ამას მოაწერეს ამ ხალხმა ხელი.
ვინ და 2011 წელს, რომ დაგაჯილდოვეს მათ შორის შენც,სახელმწიფო ორდერი რომ გადმოგეცა დარბევიდან მეორე დღეს. [მიმართავს გიორგი ვაშაძეს]
"მძიმე არტირელიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მოსახლეობას, წარმოადგენდა ძალის არაპროპორციულ გამოყენებას..." - ქალბატონო თინა ამ რეზოლუციას მოაწერა თქვენმა ძალამ ხელი.
გიორგი ვაშაძე 2011 წელის 26 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა დააჯილდოვა ბრწყინვალების ორდენით. დარბევიდან მეორე დღეს. სირცხვილია გრძნობა არ გაქვთ? დარბევიდან მეორე დღეს, ქართველი ხალხის რუსთაველზე დარბევიდან მეორე დღეს ბრწყინვალების ორდერი როგორ აიღე?! ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ საუბრობს ღალატზე და რუსეთუმეობაზე."