იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის , ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია უნდა გამოვიდეს და თავისი პოზიცია ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით დააფიქსიროს.
„დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს მოუწია იმის დაფიქსირება, რათა წერტილი დაესვათ საკითხისთვის, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია. ეს არის მოცემულობა და ამის საწინააღმდეგოს მტკიცების სივრცე არ არსებობს. თუ დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ეს საკითხი აქტუალურია, დღის წესრიგშია, ამაზე ხდება შესაბამისი პოზიციონირება, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უცხო არ არის ქართული რეალობისთვის,
ოპოზიცია უნდა გამოვიდეს და თქვას, ემხრობიან თუ არა საკითხს, რომ სკოლებში, ბაღებში შეტანილი იყოს სწავლება, რომ თვითაღქმაზეა დამოკიდებული, ბიჭი იქნება ბავშვი თუ - ქალი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.