„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში ბოიკოტის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, - ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
„გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ფრაქციაში მიმდინარეობს მსჯელობა. ორი საკითხი დგას, ერთი - საპარლამენტო ბოიკოტი რომ შევწყვიტოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხზე მივიღოთ მონაწილეობა და მეორე, რომ საპარლამენტო ბოიკოტს მოვრჩეთ და ყველა განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა“,- განაცხადა ანა წითლიძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს.
თუმცა, პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ, სანამ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია, პარტიის გადაწყვეტილება საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით არ გადაიხედება