„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად ბოიკოტისა, ფიქრობს და აქტიურად განიხილება საკითხი, რომ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მოგვიწევს საპარლამენტო დებატებში ჩართვა, რადგან ეს არის ქვეყნის დასავლური კურსის გადამწყვეტი საკითხი.
ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ „უცხოური გავლენების შესახებ“ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვაში ჩაერთვებიან.
„კანონპროექტი, რომელიც ახალი შემოტანილია, მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ა.შ. არის უპირველესად ანტიევროპული კანონპროექტი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად ბოიკოტისა, ფიქრობს და აქტიურად განიხილება საკითხი, რომ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მოგვიწევს საპარლამენტო დებატებში ჩართვა, რადგან ეს არის ქვეყნის დასავლური კურსის გადამწყვეტი საკითხი. ეს არის ანტიევროპული კანონპროექტი და ამის მიღების შემთხვევაში, ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს აგენტებად ვაცხადებთ. აგენტების კანონთან დაკავშირებით, „ნაციონალურ მოძრობაში“ მიდის მსჯელობა, რომ ჩავერთვებით ამ პროექტის განხილვაში და შევეცდებით, წარმოვაჩინოთ ამ კანონის მავნებლური ანტიდასავლური ხასიათი. შეწყდება ბოიკოტი და ჩავერთვებით განხილვაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.