საერთაშორისო პარტნიორებს მოლოდინი არ აქვთ, რომ ივანიშვილის პარტიამ შეიძლება ქვეყანაში სასამართლო რეფორმები გაატაროს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
„ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში, არავის ქვეყნის გარეთ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვგულისხმობ, მოლოდინი არ აქვს, რომ ივანიშვილის პარტიამ შეიძლება აქ ქვეყანაში გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, სასამართლო რეფორმები და სასამართლო გახადოს თავისუფალი. შესაბამისად, ეს მოლოდინი არც ქვეყნის შიგნით არსებობს. ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილის პარტიისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება და არა 9 პუნქტიანი ვალდებულების შესრულება“,- განაცხადა ანა წითლიძემ.