ჩვენ გვინახავს ნაციონალური მოძრაობიდან წასული და უკან მობრუნებულებიც,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ დაწერა ის, რაც დაწერა. შესაბამისად, ვის გულისხმობდა, ძნელი მისახვედრი არ არის. უფრო მეტის თქმა თუ მას დასჭირდება, თვითონ იტყვის აუცილებლად. მგონი, ყველა გასაგებად მიხვდა.
მე შემიძლია გითხრათ უფრო მეტი. აქ ვიღაცებს, როდესაც პარტიიდან მიდიოდნენ, წარმოდგენა ჰქონდათ იმისი, რომ ზუგდიდი ან სამეგრელო შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმეს განსაკუთრებული მხარდამჭერი. დღევანდელმა პროცესებმა ანახა კიდევ ერთხელ ძალიან კარგად, რომ ზუგდიდისთვის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არის უმთავრესი. ზუგდიდი და სამეგრელო ყოველთვის განსაკუთრებულად უჭერდა მიხეილ სააკაშვილს მხარს.
ჩვენ გვინახავს ნაციონალური მოძრაობის კლონები. ჩვენ გვინახავს ნაციონალური მოძრაობიდან წასული და უკან მობრუნებულებიც. გვინახავს მათი შედეგებიც, თუმცა ეს არ არის ჩვენთვის მთავარი. ჩვენ არავისთან არ ვფიქრობთ, რომ კონფრონტაციაში უნდა შევიდეთ“,- განაცხადა ანა წითლიძემ.
მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა, შექმნილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები, რაც წარუმატებლად დასრულდა.