„გუშინ ჩვენ ვიხილეთ შეშინებული ოლიგარქი, რომელსაც ძალით მოყვანილ ხალხთანაც კი გაუჭირდა სიარული და წინასწარ კინოლოგებით შემოწმებულ სცენაზე დადგა. ივანიშვილმა ღიად თქვა, რომ 2012 წელს ის მოვიდა ერთადერთი დავალებით, რომ საქართველოს დააკარგვინოს ევროპული მომავალი.“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ
"ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ანტიკონსტიტუციური განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა რუსმა ოლიგარქმა უკვე ნათლად და ღიად თქვა, რომ მისი მიზანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს ევროპული მომავალი, მისი მიზანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვა. ღიად თქვა, რომ ის 2012 წელს მოვიდა ერთადერთი დავალებით და ეს დავალება არის დააკარგვინოს საქართველოს ევროპული მომავალი.
გუშინ ჩვენ რაც ვიხილეთ იყო შეშინებული ოლიგარქი, რომელსაც ძალით მოყვანილ ხალხთანაც კი თავისუფლად სიარული გაუჭირდა და წინასწარ კინოლოგებით შემოწმებულ სცენაზე დადგა, შემდეგ ისე წავიდა, რომ არცერთ რეალურ პრობლემაზე, რაც 12 წლის განმავლობაში იყო, არ უსაუბრია.“ – განაცხადა ანა წითლიძემ