ივანიშვილის პარტიის მიერ „რუსული კანონის“ ხელახლა დაბრუნება პარლამენტში კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა ის, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანი არ არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და აგრძელებს საბოტაჟს ამ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. „რუსული კანონის“ ხელახალი შემოღებით, ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ნებას და ოცნებას, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
"აშინ, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ „რუსული კანონის“ შემოღება არის ის, რაც დააზიანებს ამ ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ივანიშვილის პარტია ბედავს, რომ გადაუაროს საქართველოს მოქალაქეების ნებას, რომლებმაც იბრძოლეს ამ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მარტის აქციების დროს და ხელახლა სურს, რომ ეს კანონი დააბრუნოს პარლამენტში. შემთხვევითი არ არის არც ის ფაქტი, რომ „რუსული კანონის“ ხელახლა შემობრუნებამდე, ივანიშვილის პარტიამ სწორედ გენდერული კვოტების გაუქმება მოითხოვა და ამით კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა ის, რომ არ აპირებს არცერთი იმ ვალდებულების შესრულებას, რომელსაც ჩვენგან ითხოვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ეს, რომ ივანიშვილის პარტია და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ერთმანეთთან შეუთავსებელი.
ივანიშვილის პარტია კიდევ ძალიან ბევრს იზამს იმისთვის, რომ დააზიანოს ამ ქვეყნის ევროპული კურსი და თითოეული ჩვენგანის ვალია , როგორც აქამდე, ვიბრძოლოთ ბოლომდე იმისთვის, რომ ეს „რუსული კანონი“ არ მიიღოს პარლამენტმა და ჩვენ საბოლოოდ შევძლოთ ის, რომ ივანიშვილის პარტიის გარეშე გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი.“- განაცხადა ანა წითლიძემ.