„ქართული ოცნება“ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ „ნაციონალური მოძრობის“ ამომრჩეველი, უბრალოდ, გაქოცდა მე-12 წლის თავზე, რაც არ არის ასე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
„ქოცი“ რომ „ქოცია“ მაგან იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ის 10% არ არის, ის რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ანუ „ქართული ოცნება“ ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ „ნაციონალური მოძრობის“ ამომრჩეველი, უბრალოდ, გაქოცდა მე-12 წლის თავზე, რაც არ არის ასე. არა მგონია „ქართული ოცნების“ დაწერილ შედეგს ვინმე აღიარებდეს, მით უმეტეს არ ვაღიარებთ ჩვენ",- განაცხადა ანა წითლიძემ ,,ტვ პირველის" ეთერში.