ალიანსის თემა არ არის ჩემთვის პრიორიტეტული, სხვა მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს „ნაცმოძრაობას“ ამ წუთში და არ ვფიქრობ, რომ ახლა ამაზე უნდა იფიქროს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის თავიდანვე არ ემხრობოდა ალიანსს.

„იმ პოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს არის, ალიანსის თემა დღის წესრიგში არ არის. „ნაცმოძრაობას“ უნდა ჰქონდეს თავისი ბრძოლის გზა, რაც ჰქონდა 14 წლის განმავლობაში. ამიტომაც, როცა ვსაუბრობ ერთიანობაზე, ვსაუბრობ ერთიან სტრატეგიაზე და არა რაღაც კონკრეტულ ალიანსებში გაწევრიანებაზე. ზუსტად იგივე რჩება ჩემი პოზიცია დღესაც“, – განაცხადა ანა წითლიძემ.