ოპოზიციურ ფლანგზე ურთიერთბრალდებების მორიგი ტალღაა. "ნაციონალური მოძრაობის" და "კოალიცია ცვლილებების" ლიდერებს შორის დაპირისპირება კვლავ საჯარო პოსტებით გრძელდება.
ანა წითლიძე ნიკა გვარამიას მოუწოდებს, სათქმელი პირდაპირ უთხრას, "ჩუმად ლანძღვის" გარეშე.
"დღეს გვარამიასთვის არ მცალია - ქოცები და ბიძინა გვყავს სამიზნედ. სანამ მოვიცლი, სადმე გადააბით, თორემ ნამეტანი გაფუჭდა. თავის მეორე "კარაქიან პურ ბიჭთან" ერთად.
ამხელა "მერაბ კოსტავას" კაცმა ისიც ვერ ისწავლა, რომ თუ რამე უნდა, სადაც არ ვარ, იქ ჩუმად ნუ მლანძღავს. თუ სათქმელი აქვს - საჯაროდ მელაპარაკოს, მიკროფონს არ წავართმევთ.
მე კი საჯაროდ, დოკუმენტებითა და მისი ხელფასის ამონაწერით წარვდგები. ოღონდ კორექტორით მოვიდეს და შეცდომები დაითვალოს", - წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.
მის გამოხმაურებას ირონიულად პასუხობს ნიკა გვარამია:
"ბარემ კოალიცია "40 მილიონი" რომ შეიქმნას, დედალ-მამალი იაგოების თანათავმჯდომარეობით? გავერთობოდით მაყურებლები", - წერს ნიკა გვარამია.









