პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" დროებითი მმართველობის საბჭოს წევრი, ანა წითლიძე "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლის, თენგიზ თევზაძის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ნიკა გვარამიასა თუ სხვა ოპოზიციური ძალების მიმართ არსებულ პრეტენზიებს ყოველთვის ღიად აჟღერებს.
"თენგო თევზაძე ვინ არის, უკაცრავად?! ყველა პრეტენზია, რაც მე მაქვს, გვარამიასთან მიმართებაში იქნება თუ სხვა ოპოზიციურ ძალებთან მიმართებაში, მე ამას ვაჟღერებ ჩემს Facebook გვერდზე, სხვადასხვა პოზიციურ და კრიტიკულ მედიებში. მკითხავენ - ვუპასუხებ, თქვენ შეგიძლიათ იქიდან აიღოთ ქარდები," - აცხადებს ანა წითლიძე.
ამის საპასუხოდ, თენგიზ თევზაძემ წითლიძე ოპოზიციაში განხეთქილების შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა, ნიკა გვარამიას მიერ ოპოზიციის დაშლის ბრალდებას აბსურდული უწოდა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იაგო ხვიჩიასთან ერთად სტრატეგიულად კოორდინირებულად მოქმედებს.










