„გახარია სანამ სხვის დასრულებაზე ისაუბრებს, მანამდე პასუხი უნდა აგოს 20 ივნისზე, ია კერზაიას საქმეზე, ასევე პასუხი უნდა გასცეს თუ როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყანაში მისი პრემიერ მინისტრობის დროს შეიქმნა რუსული აგენტურული ქსელი.“- განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ.
„გახარიას მუქარა დასრულებაზე ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ, შემდეგ თვითონ დასრულდა. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, გახარიამ ჯერ თვითონ პასუხი უნდა აგოს ძალიან ბევრ რამეზე ამ ქვეყანაში. გახარიამ მაგალითად პასუხი უნდა აგოს ია კერზაიას საქმეზე, 20 ივნისის საქმეზე, გახარიამ ძალიან ბევრ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, მაგალითად -პასუხი გასცეს იმას, რომ როდესაც თვითონ იყო საქართველოს პრემიერ მინისტრი, როგორ მოხდა, რომ ამ ქვეყანაში რუსეთის აგენტურული ქსელი იქმნებოდა.“ - ასე გამოეხმაურა ანა წითლიძე გიორგი გახარიას განცხადებას, სადაც ის „ქართული ოცნების“ დასრულებას აანონსებს