თუ გვინდა იმპერიულ აზროვნებას ვებრძოლოთ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ გამარჯვება. ხელისუფლებაში რომ მოვალთ, 9 მარტი უნდა გამოვაცხადოთ გამარჯვების დღედ - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ხშირად გვახასიათებს ერში აღნიშვნა ტრაგედიის, დამარცხების, რომ შევხედავთ ისტორიას, თანამედროვე ისტორიას მით უმეტეს. მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ გვინდა იმპერიას, იმპერიულ აზროვნებას ვებრძოლოთ, აღვნიშნოთ გამარჯვება. 9 მარტი იყო ძალიან დიდი გამარჯვება, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, უნდა აღვნიშნოთ, გამოვაცხადოთ გამარჯვების დღე. ეროვნულ განმათავისუფლებელ ბრძოლაში, სულ დამარცხებები და დრამები გვაქვს. 9 აპრილი გამარჯვება იყო, მაგრამ დიდი მსხვერპლის შედეგად“- აღნიშნა ანა დოლიძემ.