ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძესთან შედარებით ალა პუგაჩოვაა. მართლა პრიმადონაა პოპულარობით კობახიძესთან შედარებით, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის" ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
„სინამდვილეში რა საშუალება არ აქვს ბიძინა ივანიშვილს, რომ მაგალითად ლონდონიდან ჩამოიყვანოს ვინმე წიგნიერი ადამიანი და დანიშნოს მინისტრად? აქვს, მაგრამ, ის ამას არ დაუშვებს, რომ ვინმემ საფრთხე შეუქმნას. ბიძინა ივანიშვილმა მისი გუნდიდან აარჩია ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული პირი. ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძესთან შედარებით ალა პუგაჩოვაა. პრიმადონაა მართლა პოპულარობით კობახიძესთან შედარებით", - განაცხადა ანა დოლიძემ "ტვ პირველის" ეთერში.