დღეს ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან, დილას რისი თქმა და საღამოს რისი გაკეთება მოუწევთ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
„დღეს ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებმაც ისიც კი არ იციან, მათ თავს რა ხდება. დღეს ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაპირისპირებულნი. დღეს ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებმაც ის არ იციან, დილას რისი თქმა და საღამოს რისი გაკეთება მოუწევთ. ამიტომ, ეს ქვეყნისთვის საშიშია, ეს საერთოდ არ მახარებს, თორემ ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობები, ზრდის თვალსაზრისით, ყველასთვის გასაგებია ეს. ვიმეორებ, ჩვენთვის ქვეყნის ინტერესები არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი",- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.