ანა ბუჩუკური: ბრიყვი, კრისა, უსინდისო, ქალოია _ ამ სიტყვებით მოიხსენიეს "ოცნების" ე.წ. ლიდერებმა გიორგი გახარია, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მორალური სახე

1666971401
ბრიყვი, კრისა, უსინდისო, ქალოია _ ამ სიტყვებით მოიხსენიეს "ოცნების" ე.წ. ლიდერებმა გიორგი გახარია, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების მორალური სახე _ ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.
ყროყინი, ბრიყვი, კრისა, უსინდისო, ქალოია _ ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ დღეს "ქართული ოცნების" ეგრეთწოდებული ლიდერები გიორგი გახარიას. ეს არის დღევანდელი "ქართული ოცნების" მორალური სახე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, როდესაც კახი კალაძის თითქოს განსხვავებული მთელი პიარ კამპანია არჩევნების დროს, ეფუძნებოდა გიორგი გახარიას კოკაინშიკობას"_ აღნიშნა ანა ბუჩუკურმა.
ცნობისათვის, პარტია „საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას: "დემოკრატიის უდიდესი მტერია კორუფცია და ოლიგარქია", ყოფილ თანაგუნდელებში არაერთგვარვანი რეაქცია გამოიწვია.