ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
"საქართველოს მომავალი დიდწილად მოსამართლეების ხელშია. ეს ძალიან საპატიო და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა. საქართველოში ყოფნისას ელჩი დეგნანი ძალიან ბევრ სასამართლოს ესტუმრა, გაიცნო და ესაუბრა უამრავ მოსამართლეს მათი საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტისას ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ამ სასამართლოს მნიშვნელობა საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ყოველთვის იქნება ნაკარნახევი საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. შეერთებული შტატები ამ მიზნისთვის საქართველოსთან თანამშრომლობის ერთგული რჩება.
Georgia's future, in many ways, depends on its judges. This is an honorable, significant responsibility. During her tenure in Georgia, Ambassador Degnan visited many courthouses and met with numerous judges to discuss their work and challenges. During her visit to the Constitutional Court of Georgia, the Ambassador noted the importance of this court on the path of the country's democratization and expressed hope that the decisions made by the court will always be dictated by the best interests of Georgia. The United States remains committed to cooperate with Georgia for this purpose." - ნათქვამია ამერიკის საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში,