საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან (რეზიდენციით ქ. ბაქო), ომარ ბარაქათ ალ-ნაჰართან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმართულებები.

უწყების ცნობითვე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე და ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში კავშირების გაღრმავების შესაძლებლობებს.