ძალიან პატარა რომ ხარ და ძალიან დიდი ტიპს ეჭიმები, აი, მაგას ეძახიან „ჭიპლიკიას" და „ქართული ოცნების“ საქმე არის „ჭიპლიკიასავით", - ამის შესახებ „ კოალიცია ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„იმერეთში „ჭიპლიკიას" ეძახიან ტიპს, რომელიც თავის ზომა-წონას ვერ საზღვრავს. ძალიან პატარა რომ ხარ და ძალიან დიდი ტიპს ეჭიმები, აი, მაგას ეძახიან „ჭიპლიკიას" და „ქართული ოცნების“ საქმე არის „ჭიპლიკიასავით". პატარა, დეკორატიული ძაღლები რომ არიან, მაგრამ ძალიან ავები, თავის ზომა-წონა რომ არ იციან, მაგრამ კავკასიურ ნაგაზს და როტვეილერს რომ უყეფენ ხოლმე, ეგრეა „ქართული ოცნების“ საქმეც.

რუსების ყმობა მაგათ სუვერენული ქცევა და ქმედება ჰგონიათ. რუსეთის აგენტურა არიან პირდაპირ და დაუფარავად. რასაც რუსები ლაპარაკობენ, ესენიც იმას იმეორებენ და ესენი რასაც იტყვიან, მარტო რუსები უწონებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია ლუსტრაციის კანონის მიღება, მაგრამ ახლა მიდის ღია ლუსტრაცია, თვითლუსტრაცია. ნომრიანი აგენტები რომ იყვნენ, ახლა ამოტივტივდნენ ყველანი. როგორც ჩანს ესენი არიან „ათაბაბადან" დანომრილები ჯერ „კაგებეს“ და შემდეგ „ეფესბეს“ მიერ. ესენი არიან ღია აგენტურა და ამიტომ უპირისპირდებიან აშშ-ს და ევროკავშირს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.