ამდენი თანამდებობაზე ნამყოფი ხალხია ენმ-ში მთავარი პროკურორები, იუსტიციის მინისტრები და ვინ არ ჰყავთ. ვინ ეუბნება, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მისი შეწყალება?, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„ვინ აიმედებს სააკაშვილს ასეთ აბსურდში? ამდენი თანამდებობაზე ნამყოფი ხალხია მის პარტიაში. მთავარი პროკურორები, იუსტიციის მინისტრები და ვინ არ ჰყავთ. ვინ ეუბნება, რომ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია მისი შეწყალება? ძალიანაც რომ უნდოდეს სალომე ზურაბიშვილს ვერ შეიწყალებს. ელემენტარულია ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ახლა რომ შეიწყალოს სააკაშვილი იმ განაჩენზე, რის გამოც ახლა სასჯელს იხდის, კარი როგორც კი გაიღება და საკნიდან გამოვა, იქვე დახვდებიან პოლიციელები და უკან შეაბრუნებენ. დამდგარი განაჩენის შეწყალება შეიძლება. ეს ხომ ინდულგენცია არაა როგორც კათოლიკურ სამყაროში იყო შუა საუკუნეებში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.