„მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დე­რი, ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე მდგარ, გიორგი ხანიაშვილის ახალი ქანდაკების შესახებ „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს:

„ადრე, მოქანდაკე და არქიტექტორი ერთად მუშაობდნენ ნებისმიერ სკულპტურაზე. მოქანდაკე უშუალოდ ქანდაკებაზე, არქიტექტორი კი ამ ქანდაკებისთვის სივრცეს და შესაბამისად პროპორციებს არჩევდა. ახლა მოქანდაკეები მარტო მუშაობენ სახელოსნოებში. გააკეთებენ რაღაცას, წამოიღებენ სახელოსნოდან და სადღაც დადგამენ ხოლმე. შეესაბამება სივრცეს, არ შეესაბამება არ ადარდებთ. აბა შეხედეთ გორგასლის ძეგლის სივრცესთან შესაბამისობას, ან შეხედეთ ქართლის დედის სივრცესთან მიმართებას და შეხედეთ ამ ქანდაკებას. ეს ძეგლი შეიძლება ძალიანაც კარგია, მარა ძაან უხერხულად დგას იქ სადაც დადგეს“,- წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ცნობისთვის, თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე ახალი ქანდაკება, გიორგი ხანიაშვილის „დროის ნაწნავები” 9 თებერვალს დაიდგა. 

„დროის ნაწნავები“ წარმოადგენს სამ მეტრამდე სიმაღლის ყვითელი ტუფის ქვაში გამოთლილ მონოლითურ ქანდაკებას. ქანდაკება გამოსახავს ქალის ფიგურას, რომელსაც თმები ტანზე აქვს შემოხვეული. ქალის სხეული მასზე დახვეული თმებითაა შეფუთული და ფეხებისკენ თმები ფესვების ფორმას იღებს“ – ნათქვამია პროექტის აღწერაში.

ამავე აღწერის მიხედვით, ქანდაკება ქართული კულტურის ანტიკურ კულტურასთან შეხვედრის, განსაკუთრებით, მისი ქრისტიანულ ტრანსფორმაციის რეფლექსიაა.

გიორგი ხანიაშვილმა ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.