სიის პირველი ნომერი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეა. მეორე ნომრადაა საარჩევნო სიაში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, დავით გაბაიძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პარტიული სია საზოგადოებას, რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ წარუდგინა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი კობახიძეს, სიაში მისი პირველ ნომრად დასახელებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდით, ამ შემადგენლობით, 26 ოქტომბერს ჩვენ მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ აჭარაში სტაბილურობა. რა თქმა უნდა, ამოცანა გახლავთ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა 2/3  და მიზანი, რა თქმა უნდა, გახლავთ, რომ ერთი-ორი მანდატით გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი ამ არჩევნებში“,-განაცხადა საარჩევნო სიის წარდგენისას, თორნიკე რიჟვაძემ.
მმართველი პარტიის სია, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის:
თორნიკე რიჟვაძე;
დავით გაბაიძე;
გოგი ფუტკარაძე;
ტიტე აროშიძე;
თინათინ ზოიძე;
რამაზ ჯინჭარაძე;
ცოტნე ანანიძე;
მინდია დიასამიძე;
ვახტანგ ბერიძე;
მამუკა თურმანიძე;
ფრიდონ ფუტკარაძე;
დავით ბაციკაძე;
მარინე გვიანიძე;
დავით თედორაძე;
ფატი ხალვაში;
ლაშა სირაბიძე.
26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სიების წარდგენის ვადა დღეს იწურება.