„კრისტის“ აუქციონის სახლი იუწყება, რომ უნიკალური ლურჯ-მწვანე ბრილიანტიანი ბეჭედი რეკორდულ ფასად, 13 567 500 შვეიცარიულ ფრანკად (17 366 400 ამერიკულ დოლარად) გაიყიდა
ამერიკის გემოლოგიური ინსტიტუტის მიერ 1931 წლიდან დღემდე პერიოდში სერტიფიცირებულ ხასხასა ფანტაზიურ, ბრილიანტებისთვის უიშვიათესი ლურჯ-მწვანე ფერის ყველაზე დიდი, 5,5-კარატიანი ქვა აუქციონზე პირველად 2014 წელს გაიტანეს და მასში მყიდველმა 7,7 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (8,5 ამერიკული დოლარი იმდროინდელი კურსით) გადაიხადა.
რიგით მეორე აუქციონზე ბრილიანტი, ვაჭრობის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ, 17 366 400 დოლარად იყიდა ინკოგნიტო მყიდველმა.
11,7-კარატიანი ალმასი, რომელიც დამუშავების შემდეგ იქცა 5,5-კარატიან ბრილიანტად, „ოკეანის ოცნება", 90-იან წლებში იყო ნაპოვნი ცენტრალურ აფრიკაში.
„ოკეანის ოცნება“ ისტორიაში ამჟამინდელ აუქციონამდე დიდი ხნით ადრე შევიდა. სმითსონის ინსტიტუტმა ის მსოფლიოში რვა უიშვიათეს ბრილიანტს შორის შეიყვანა, ხოლო ფართო საზოგადოებამ ქვა პირველად 2003 წელს ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, გამართულ გამოფენაზე „ბრილიანტების ბრწყინვალება“ იხილა.
ამჟამად, იშვიათი ფერადი ბრილიანტების მიმართ ინტერესი მკვეთრადაა გაზრდილი. აუქციონის სახლები ამ ქვებს საიუველირო ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე დეფიციტურ სეგმენტად მიიჩნევენ, რადგან ისინი ბრილიანტების მსოფლიო წარმოების წარმოების მცირე წილს შეადგენენ.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, კრისტის აუქციონის სახლმა „ზოის ბრილიანტი“ 25 მილიონ 592 ათას 269 დოლარად გაყიდა, ხოლო იმავე წლის მაისში, „სოთბის“ აუქციონზე, 10,03-კარატიან ბრილიანტში, რომელსაც ქვაში ხილული ლურჯი ელფერის ხაზგასმის მიზნით „ხმელთაშუა ზღვის ლურჯი“ დაარქვეს, ამერიკელმა კოლექციონერმა 21,5 მილიონი დოლარი გადაიხადა
უფო ადრე, 2023 წელს, ჟენევაში, „კრისტის" აუქციონზე, 43,8 მილიონ დოლარად გაიყიდა ცისფერი ბრილიანტი Bleu Royal-ი.
ასევე შეგახსენებღ, რომ ბრილიანტის 1 კარატში გადახდილი ყველაზე დიდი ოდენობის თანხით რეკორდი ვარდისფერ ბრილიანტ „ვარდის ვარსკვლავს" ეკუთვნის. 2022 წელს, ჰონკონგში გამართულ „სოთბის" აუქციონზე, ინკოგნიტო მყიდველმა 11,15 კარატიან ვარდისფერ ბრილიანტში, რომლის საწყის გასაყიდ ფასადაც 21 მილიონ ამერიკული დოლარი იყო მითითებული, საბოლოოდ, 57,73 მილიონი გადაიხადა




