ჟენევაში, სასტუმრო „დე ბერგში“ გამართულ ვაჭრობაზე „საუცხოო სამკაულები“, კრისტის აუქციონის სახლს „ზოის ბრილიანტი“ ჰქონდა გატანილი.
ბრილიანტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფილანთროპის, ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერის და ლანდშაფტის არქიტექტორის, ცნობილ ფილანთროპ და მილიარდერ პოლ მელონის მეუღლის, რეიჩელ მელონის კოლექციას ამშვენებდა, მისი გარდაცვალებისთანავე (იგი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა 2014 წელს) გაიტანეს გასაყიდად.
ბრილიანტი „მელონის ლურჯი“ ჰონკონგელმა მილიარდერმა ჟოზეფ ლაუმ 32,6 მილიონ დოლარდ იყიდა და მას თავისი ქალიშვილის სახელი უწოდა. 9,75-კარატიანი „ზოის ბრილიანტი“ ლურჯი ბრილიანტების კატეგორიაში რეკორდსმენი გახდა როგორც აბსოლუტური ფასით (2008 წელს ვიტელსბახ-გრაფის ბრილიანტი 24.3 მილიონ დოლარად გაიყიდა) ასევე კარატში გადახდილი ფასით - 3,3 მილიონი დოლარი. კარატში ყველაზე დიდი ფასი მყიდველს 2013 წელს ჰქონდა გადახდილი 14,82-კარატიან ნარინჯისფერ ბრილიანტში - 2,4 მილიონი დოლარი კარატში, სულ 35,5 მილიონი დოლარი.
ამჯერად ბრილიანტში, რომელიც მის მფლობელს ქვის სიწმინდის უკეთ წარმოსაჩენად რეტუშირებული (და შედეგად წონით 9,51 კარატამდე დასული) ჰქონდა და გულსაკიდის ნაცვლად გველის ფორმის ბრილიანტებით ინკუსტრირებულ გველის ფორმის ბეჭედში იყო ჩასმული მყიდველმა 11 წლის წინ მასში გადახდილზე 6 მილიონით ნაკლები გადაიხადა - 25 მილიონ 592 ათას 269 დოლარი.
შეგახსენებთ, რომ მაისში, „სოთბის“ აუქციონზე 10,03-კარატიან ბრილიანტში, რომელსაც ქვაში ხილული ლურჯი ელფერის ხაზგასმის მიზნით „ხმელთაშუა ზღვის ლურჯი“ დაარქვეს, ამერიკელმა კოლექციონერმა 21,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.




