უკრაინული მედიის ინფორმაციით, ასეთი განცხადება უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ტექნოლოგიური ინოვაციების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა სერგი (ფლეშ) ბესკრესტნოვმა თავის Telegram არხზე გააკეთა.
„Starlink-ის გამოყენება ჩვენი საჰაერო სივრცის „შაჰედის“ ტიპის დრონებისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ფაქტობრივად, თავისი ქმედებებით პარტნიორები უკრაინას „შაჰედის“ ტიპის დრონებისგან ქვეყნის დაცვის ერთ-ერთ მცირერიცხოვან შანსს ართმევენ“ - წერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი სერგი ბესკრესტნოვმა.
ცნობისთვის: როგორც უკრაინული მედია წერს, პრობლემა შეიქმნა მას შემდეგ, რაც კომპანია SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ტერმინალების მუშაობა მოძრაობისას შეზღუდა — სიჩქარე საათში 100 მილამდე (დაახლოებით 160 კმ/სთ) შეიზღუდა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, სერგეი ბესკრესტნოვის განცხადებით, სწორედ Starlink-ზეა აწყობილი დღეს ყველაზე ეფექტური საშუალება რეაქტიული ტიპის „შაჰედების“ წინააღმდეგ — გამანადგურებელი დრონები (ჩამჭრელები/ინტერცეპტორები). მისივე თქმით, ამ შეზღუდვით პარტნიორები უკრაინას ქვეყნის დაცვის ერთ-ერთ მცირე შანსს ართმევენ.
წყარო: „უნიანი“
მოამზადა რაულ კაპანაძემ




