უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონებს უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ქვეყანაში გახანგრძლივებული საომარი მდგომარეობა 2024 წლის 14 თებერვლამდე იმოქმედებს.

მანამდე შესაბამისი კანონები უკრაინის პარლამენტმა მიიღო.