უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დანაკარგები რუსეთისაზე მინიმუმ, 5-ჯერ ნაკლებია. ამის შესახებ მან Reuters Hosts Interview-ს დროს განაცხადა.

"ჩვენი დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ ჩვენი დანაკარგები რუსებზე სულ მცირე ხუთჯერ ნაკლებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის გენერალური შტაბის 9 ნოემბერს მონაცემებით, რუსებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ 308 720 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.