უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-უკრაინის შეხვედრა საუდის არაბეთში გაიმართება.

"ორშაბათს საუდის არაბეთში შევხვდები ტახტის მემკვიდრე პრინცს. ამის შემდეგ, ჩემი გუნდი საუდის არაბეთში დარჩება ამერიკელ პარტნიორებთან სამუშაოდ. უკრაინა ყველაზე მეტადაა დაინტერესებული მშვიდობით. როგორც პრეზიდენტ ტრამპს ვუთხარით, უკრაინა მუშაობს და იმუშავებს კონსტრუქციულად სწრაფი და საიმედო მშვიდობისთვის", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში 6 მარტს, გვიან ღამით, ევროკავშირის ლიდერებთან ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ.