მასირებული სარაკეტო იერიში უკრაინაზე. ფრთოსანი რაკეტები, ბალისტიკა. ნასროლია 93 რაკეტა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა უკრაინის ენერგოსექტორისთვის.
"რუსეთმა ჩვენს ენერგეტიკაზე ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იერიში მიიტანა. ეს არის პუტინის "მშვიდობიანი" გეგმა - გაანადგუროს ყველაფერი. აი ასე სურს მას "მოლაპარაკებები" - მილიონობით ადამიანის ტერორიზებით. და ის არ არის შეზღუდული არც რადიუსში, არც რაკეტებისთვის საჭირო დეტალები შეძენაში. ნავთობი აძლევს პუტინს საკმარის ფულს, რომ სჯეროდეს დაუსჯელობის", - ამბობს ზელენსკი
ამასთან, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა,რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება აუცილებელია.
"ნავთობი აძლევს პუტინს საკმარის თანხას იმის დასაჯერებლად, რომ დაუსჯელი დარჩება. მსოფლიოს მხრიდან ახლა საჭიროა ძლიერი რეაქცია: მასობრივი რეაქცია ტერორის შეჩერების ერთადერთი გზაა", - წერს უკრაინის პრეზიდენტი, Telegram-ზე.