უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტი ოკუპირებული ყირიმიდან გარბის, მაგრამ უკრაინა მათ გემებს ოკუპირებულ აფხაზეთშიც მისწვდება. ამის შესახებ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტის მონაწილეების განუცხადა.

ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციისკენ უკრაინის ნაბიჯებზე საუბრისას, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ფლოტს "აღარ შეუძლია შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში ოპერირება და და ეს არის ისტორიული მიღწევა."

"ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერი იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზის შექმნა - უფრო სწორედ მისი ნარჩენებისთვის - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო დრონებისგან მაქსიმალურად შორს, მაგრამ ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.