უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კურსკის ოლქში რუსეთის დანაკარგების შესახებ იტყობინება.
მან თქვა, რომ მოისმინა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრე სირსკის მოხსენება კურსკის ოლქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და კურსკის ოლქში, სოფელ მახნოვკას მახლობლად, 3 და 4 იანვრის ბრძოლებში, რუსეთის არმიამ ერთ ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცები და რუსი მედესანტეები დაკარგა.
"მახნოვკას ერთ-ერთი სოფლის მიდამოებში, რუსეთის არმიამ დაკარგა ერთ ბატალიონამდე ჩრდილოეთ კორეელი ქვეითი ჯარისკაცები და რუსი მედესანტეები. ეს საგრძნობი დანაკარგია", - აღნიშნა ზელენსკიმ.