უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო გაასამართლებს. ამის შესახებ ზელენსკიმ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ყველას სურს ჰააგაში ვლადიმირ პუტინის ხილვა.

„"მოხარულები ვართ, ვიმყოფებოდეთ დღეს აქ თქვენს ძლიერ ქვეყანაში, თავისუფლებისა და სამართლიანობის, ფუნდამენტური ფასეულობების მიწაზე...

რა თქმა უნდა, ყველას გვსურს აქ ვიხლოთ სხვა ვლადიმირი, ჰააგაში - ისეთი, რომელიც იმსახურებს  დანაშაულებრივი ქმედებებისთვის იყოს გასამართლებული. ეს უნდა მოხდეს აქ, საერთაშორისო სამართლის დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება, როდესაც ჩვენ გავიმაჯვებთ. და ჩვენ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ დაუშვებს ჰიბრიდულ იმუნიტეტს (ომის დამნაშავეებისთვის) ან ჰიბრიდულ მშვიდობას, რომელიც დაკავშირებულია ფრონტზე საომარი მოქმედებების შეჩერებასთან.

"მხოლოდ საიმედო მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა, ნამდვილი თავისუფლება, ნამდვილი სამართლიანობა. ეს სწორედ ისაა, რაც ჩვენ ახლა გვინდა", - განაცხადა ზელენსკიმ.