ვოლოდიმირ ზელენსკის პრესსპიკერი სერგეი ნიკიფოროვი დრონების თავდასხმის შესახებ კრემლის განცხადებას გამოეხმაურა. 

"ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია კრემლზე განხორციელებული ე.წ. თავდასხმის შესახებ, მაგრამ როგორც პრეზიდენტ ზელენსკის აქვს ნათქვამი ჩვენი ძალები და საშუალებები მიმართულია ჩვენი კუთვნილი ტერიტორიების განთავისუფლებისკენ და არა სხვის ტერიტორიაზე თავდასხმისკენ",- განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.

ნიკიფოროვი გამოეხმაურა კრემლის ინტერპრეტაციასაც, რომლის მიხედვითაც მომხდარი "ტერორისტული აქტია." ზელენსკის პრესსპიკერის თქმით, ტერაქტი ეს დნიპროში და უმანში განადგურებული სახლებია.

მომხდარს ნიკიფოროვმა 9 მაისის ფონზე ვითარების დაძაბვის ცალსახა მცდელობა უწოდა.