უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა, გახდეს პირველი ლიდერი, რომელიც უკრაინაში თვითმფრინავით ჩაფრინდება. ამის შესახებ მან ამერიკელი ინტერვიუერის ლექს ფრიდმანის პოდკასტში ისაუბრა.

"დიახ, ომი დასრულდება და პრეზიდენტი ტრამპი შესაძლოა, იყოს პირველი ლიდერი, რომელიც თვითმფრინავით ჩამოვა. მგონია, რომ ეს სიმბოლური იქნება... მომეწონა პრეზიდენტ ტრამპის გზავნილი მისი გამოსვლის დროს. მე ვფიქრობ, რომ იგივე პოზიცია გვაქვს ძალის გამოყენებით მშვიდობის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ეს ნიშნავს, რომ თუ ძლიერი ხარ, შეგიძლია ლაპარაკი და ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი და უკრაინა უნდა იყოს ძლიერი", - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად დასავლელი ლიდერები უკრაინაში ვიზიტებისთვის ჯერ მეზობელ ქვეყნებში ჩადიან, იქიდან კი კიევში მატარებლით მიემგზავრებიან.