მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

"მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს არ აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარსებობა. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ვიცით რა გვიცავს. ჩვენი ერთიანობა.

უკრაინას ნამდვილად შეეძლება ევროპის დაცვლა ნებისმიერი რუსული ძალისგან და მნიშვნელობა არ აქვს მათ ვინ ხელმძღვანელობს. ჩვენ დავიცავთ. ევროპის აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება მხოლოდ ჩვენს თავდაცვაზეა დამოკიდებული. უკრაინელი ჯარისკაცები, უკრაინული იარაღი, უკრაინული ტანკები, უკრაინული რაკეტები არის ის, რაც ევროპას ასეთი მარშებისგან იცავს, როგორსაც დღეს რუსეთის ტერიტორიაზე ვხედავთ. და როდესაც მოვითხოვეთ, F-16 ავიაგამანადგურებლები ან ATACMS მოგვცეთ, ჩვენს საერთო თავდაცვას ვაძლიერებთ. ნამდვილ თავდაცვას. მეორე, ყველაფერი ნამდვილი უნდა იყოს.

დროა, მსოფლიოში ყველამ გულწრფელად თქვას, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კრიმინალური ქმედებები არაპროვოცირებული იყო და არის და ყველა ექსკლუზიურად, ჩვენი უსაფრთხოების საერთო პრიორიტეტებზე უნდა ვფოკუსირდეთ.

NATO მხოლოდ სიტყვა ან ფორმალური დაპირებების კრებული არაა. ეს სანდო გარანტიებია ყველასთვის, რომ მშვიდობა არ იქნება განადგურებული. უკრაინის გარეშე ასეთ გარანტიებს ფასი არ აქვს. უკვე ივლისში ვილნიუსის სამიტზე ისტორიული შანსია რეალური გადაწყვეტილებებისთვის.

ნებისმიერ ერი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ამას მხარს უჭერს. რას ვიზამთ ჩვენ, უკრაინელები? ჩვენს ქვეყანას დავიცავთ. ჩვენს თავისუფლებას დავიცავთ. ჩუმად და პასიურად არ ვიქნებით. ვიცით როგორ გავიმარჯვოთ და ეს მოხდება და რას იზამთ თქვენ, რუსები? რაც უფრო დიდხანს რჩებიან თქვენი ჯარები უკრაინულ ტერიტორიაზე, მით უფრო მეტ განადგურებას მოიტანენ რუსეთში. რაც უფრო დიდხანს არის ეს პიროვნება კრემლში, მით უფრო მეტი უბედურება იქნება“, - წერს ზელენსკი.