უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ იმეორებს, რომ უკრაინას ტერიტორიების დათმობას ვერ აიძულებენ.

"მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში და შეიცვლება თუ არა ვაშინგტონის მხარდაჭერის პოლიტიკა, უკრაინა თავისი ტერიტორიების საკითხში კომპრომისებზე არ წავა. შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს შეუძლია უკრაინის მხარდაჭერა ან გააძლიეროს, ან შეასუსტოს, შესუსტება კი რუსეთს მისცემს უკრაინის მეტად ოკუპირების შესაძლებლობას.

თუ გამარჯვების შემთხვევაში დონალდ ტრამპი მოინდომებს ომის დასასრულებლად უკრაინას აიძულოს ტერიტორიების დათმობა და ამ გზით შეეცდება რუსეთთან შეთანხმების მიღწევას, ეს შეუძლებელი იქნება", – განაცხადა მან სამხრეთ კორეის ტელეკომპანია KBS-თან ინტერვიუში.