დონეცკისა და სამხრეთ მიმართულებებზე ვითარება ძალიან მძიმეა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, ბახმუტი, ვუჰლედარი და დონეცკის რეგიონის სხვა ტერიტორიები მუდმივი რუსული შეტევების ქვეშაა.

„მიუხედავად დიდი მსხვერპლისა, მტერი ინარჩუნებს შეტევების მაღალ ინტენსივობას. ზოგიერთ თავის ომში რუსეთმა ნაკლები ადამიანი დაკარგა, ვიდრე დღეს იქ კარგავს, განსაკუთრებით, ბახმუტთან. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხრიდან თავდაცვის მხარდაჭერის დინამიკის შენარჩუნება. იარაღის მიწოდების სიჩქარე იყო და იქნება ამ ომის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი“, - განაცხადა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ.