უკრაინა ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, მაგრამ რუსეთი, ამას აცნობიერებს და ცდილობს უზრუნველყოს, რომ უკრაინის გზა ალიანსისკენ "მოკლე არ იყოს." ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 იანვარს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებისადმი მიმართვის შემდეგ, კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
"რაც შეეხება ნატოს... რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენთვის უსაფრთხოების გარანტიები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მაგალითად, თუ ვსაუბრობთ მშვიდობის ფორმულაზე, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამ 10 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი. ჩვენ გვესმის, რომ ჯერ არ ვართ ნატოში.
სამწუხაროდ, ეს რუსეთსაც ესმის და იბრძვის, რომ ნატოსკენ ეს გზა მოკლე არ იყოს. მაგრამ მე მესმის, რომ ჩვენ ამ გზაზე ვართ. ნატო არის უკრაინის, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი შვილების მომავლის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია. სანამ ამ გზაზე ვართ, ჩვენი სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების გარანტიები მოვითხოვეთ. ჩვენ გვჯერა, რომ ცივილიზებული სამყარო მხარს დაუჭერს ჩვენს წინადადებებს", - განაცხადა ზელენსკიმ.