უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისრაელ-"ჰამასის" ომზე ყურადღების გადატანამ შეანელა უკრაინისათვის საარტილერიო ჭურვების მიწოდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

„ჩვენი მარაგები შემცირდა. ეს ცხოვრებაა და ეს ნორმალურია, რადგან ყველა იბრძვის გადარჩენისთვის და ჩვენც უნდა დავიცვათ თავი", - განუცხადა უკრაინის ლიდერმა ჟურნალისტებს.

"მე ახლა ორიენტირებული ვარ დასავლეთიდან დახმარების მიღებაზე. ახლო აღმოსავლეთისა და სხვა მიზეზების გამო, მათი [დასავლეთის] ფოკუსი იცვლება. მხარდაჭერის გარეშე ჩვენ უკან დავიხევთ", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.