თურქეთის დედაქალაქში ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა. ანკარის კომენტარში უკრაინის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა სტამბოლში მყოფ რუსულ დელეგაციაზე.

"ჩვენ ვიწყებთ პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრას, რომელსაც თურქეთის სრული, გაფართოებული დელეგაცია დაესწრება. კონტაქტი გვაქვს ამერიკელებთან, ვფიქრობ ისინიც თურქეთში მაღალი წარმომადგენლობით იქნებიან წარმოდგენილნი. შევხედავთ რუსების დონეს, ჯერჯერობით ეს ოფიციალურად უცნობია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც ვიცით, ეს ბუტაფორიულ დონეს ჰგავს". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.